ოზურგეთის საკრებულოს მორიგი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
საკრებულოს წევრებმა უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
“კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო უკრაინას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით გამოვხატო სოლიდარობა და თანადგომა. დაუშვებელია აგრესია ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან. ჩვენ განსაკუთრებით განვიცდით არსებულ სიტუაციას უკრაინაში, რადგან საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა ეს აგრესია, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი მიწები.
იცით რომ ჩვენ გვყავს მეგობრები უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის არის გენიჩესკი, რომელთანაც ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს, ჩვენი სახლის კარი ყველა უკრაინელისთვის ღიაა. თქვენს გვერდით ვართ! მშვიდობა და გამარჯვება უკრაინას, ჩვენ ქვეყანას!” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
ოზურგეთის სარებულომ 9 საკითხზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო.
საკრებულომ ახალი წევრის ნანა ქარჩავას უფლებამოსილება სცნო;
დაამტკიცა განკარგულება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებბეში ცვლილებების მისაღებად.
საკრებულომ ცნობად მიიღო 2021 წლის ბიუჯეტიs მეოთხე კვარტლის ანგარიში;
დადგენილება დაამტკიცა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების მისაღებად;
საკრებულომ ცნობად მიიღო ზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ოზურგეთი საქართველოსათვის“ ინფორმაცია ,,შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დახმარების სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ.
სხდომის ვიდეო ჩანაწერი და განხილული სამართლებრივი აქტები სრულად იხილეთ ვებ გვერდზე
მსგავსი სტატიები