ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
ბიურომ 14 საკითხზე იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით სხდომის დღის წესრიგში აისახა ნორმატიული აქტების პროექტები მერიის სამსახურების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ. საკრებულო, ასევე, იმსჯელებს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის დამტკიცებისა და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის
პროგრამის განხორციელების შესახებ“ დადგენილების მიღებაზე.
საკრებულოს სხდომა 29 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.
მსგავსი სტატიები