ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
კიდევ ერთი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღბული „ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი საავტომობილო გზების სიის დამტკიცებისა და საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დაგეგმარების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივლისის N43 განკარგულებაში ცვლილების შეტანას ეხება.
მსგავსი სტატიები