დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
საკრებულომ მიიღო შემდეგი განკარგულებები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების შესახებ; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კონჭკათის, დაბა ნასაკირალის, გურიანთის და ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; ცვლილება შევიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ” გაბკარგულებაში;
საჯარო წარმოება დაიწყო ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების” თაობაზე.