დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტი: ,,მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკი 2-ის ტერიტორიაზე ტურისტულ-დასასვენებელი სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, ინიცირების თაობაზე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შეთანხმების შესახებ.”
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე” განკარგულებების მისაღებად.
ასევე, საკრებულომ მოისმინა და ცნობად მიიღო ინფრომაცია 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დახმარების პროგრამის შესრულების შესახებ.
მსგავსი სტატიები