დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 4 საკითხზე იმსჯელა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტი: ,, მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკი 2-ის ტერიტორიაზე ტურისტულ-დასასვენებელი სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, ინიცირების თაობაზე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შეთანხმების შესახებ.” ასევე, ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;” საკრებულო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებს.
სხდომაზე, აგრეთვე, ცნობად მიღების მიზნით, მოისმენენ ინფორმაციას 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დახმარების პროგრამის შესრულების შესახებ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 29 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.