დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ და ,,მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.“
აგრეთვე, საკრებულომ მოისმინა და ცნობად მიიღო მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წელს განხორციელებული შესყიდვებისა და მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წლიური ანგარიშები.