ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელეს.

 

საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტი: ,,მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. სხდომაზე, ასევე, მოისმენენ საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

 

ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტს: ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ;“ აგრეთვე, მოისმენენ, ,,მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშს.“

 

ბიურომ მოისმინა და დადებითად შეაფასა საკრებულოს აპარატის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

მსგავსი სტატიები