ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 10 საკითხზე იმსჯელა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტებს. სხდომაზე, ასევე, მოისმენენ, 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს: ,,მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ და ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალიტეტში 2024 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე.“
აგრეთვე, მოისმენენ, მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებული – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის საბიუჯეტო პროგრამის – კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის მონიტორინგის ეფექტიანობის აუდიტს.