ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტი: ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში 2024 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე“.
ასევე, განიხილავენ ნორმატიული აქტში, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“, ცვლილებებს.
საკრებულო, მოისმენს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ და ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში, ჟღენტის ქუჩა N4 – ში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“.