ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა.
სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები:
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში წერეთლის ქუჩაზე მდებარე 2503 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“
,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;”
,, ქ. ოზურგეთში, ა. ნაკაშიძის ქუჩასა და დაბა ურეკში ე. თაყაიშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების თაობაზე;”
,, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის 2023-2025 წლების სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე;“
სხდომაზე, ასევე, იმსჯელებენ ცვლილებების შესახებ შემდეგ დადგენილების პროექტში: ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;“
საკრებულო ცნობად მიღების მიზნით, მოისმენს და განიხილავს, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიშს.
აგრეთვე, ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს: ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“
,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;“
და ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ,, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპიროს ქუჩის“ სახელის მისანიჭებლად – გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ;’’
ასევე, განიხილავენ ცვლილებების პროექტს დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩებისთვის ,,მეგობრობის“ და ,,გაბრიელ ეპისკოპოსის“ სახელების მინიჭების თაობაზე.