ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში მ. კოსტავას ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 18.4 კვმ. ფართის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
ქ. ოზურგეთში, ე. ნინოშვილისა და ა. ჟორჟოლიანის ქუჩებზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების შესახებ;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე;
საკრებულო ცნობად მიღების მიზნით, მოისმენს და განიხილავს, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიშის.