დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა, რომელიც სოფ. ნატანებში ( ჯაფარეული-ახალშენი) გზის რეაბილიტაციას ეხება.
ასევე, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები:
,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში მ. კოსტავას ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 18.4 კვმ. ფართის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
ქ. ოზურგეთში, ე. ნინოშვილისა და ა. ჟორჟოლიანის ქუჩებზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების შესახებ;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე. აღნიშნული პროექტი ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ჰიდრომეტეოროლგიური სადგურის განთავსებას ეხება.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, რომელიც სატრანსპორტო კომპანიისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობას გულისხმობს.
საკრებულომ მოისმინა და ცნობად მიიღო, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიში.