ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, დღეს, დავით დარჩიამ, როგორც საკრებულოს წევრმა ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მან დეტალურად ისაუბრა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ინიცირებულ საკითხებზე და იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა, საკრებულოს, ფრაქციისა და კომისიების მიერ, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან ერთობლივად გაწეული საქმიანობაზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხებზე გააკეთა აქცენტები. ესენია, საკანონმდებლო საქმიანობის დახვეწა, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ინტერესების დაცვა, განათლების და მეცნიერების განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.
დავით დარჩიამ ანგარიშის დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.