ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წლის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა დასკვნით ეტაპზეა.
დღეს, დავით დარჩიამ, როგორც საკრებულოს წევრმა გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ინფასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა. დეტალურად ისაუბრა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ინიცირებულ საკითხებზე. მანვე მნიშვნელოვნად მიიჩნია საკრებულოში საჯარო მმართველობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომელშიც თავად აქტიურად მონაწილეობს. საკრებულოს წევრმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლოდ დაგეგმილი პრიორიტეტული საკითხების ირგვლივ ისაუბრა.
დეტალურად საკრებულოს წევრების ანგარიშები: ozurgeti.mun.gov.ge/?p=14940