ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომაზე საკრებულოს 5 მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშებს მოისმენს. ანგარიშების მოსმენა, დღეს, საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ბიურომ განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, საკრებულომ იმსჯელოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. საკრებულოს ბიურომ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის, საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზნაშეწონილად მიიჩნია. სამართლებრივი აქტის პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა. ბიუროს მიეწოდა და საკრებულო ცნობად მიიღებს ინფორმაციას, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ცვლილების შესახებ, დავით მჟავანაძეს ბესო ქათამაძე ჩანაცვლებს. საკრებულოს მორიგი სხდომა 4 მარტს გაიმართება.