ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წლის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა დასკვნით ეტაპზეა.
ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს საკრებულოს წევრებმა: მარიკა ჩხიკვიშვილმა, ქეთი ვასაძემ და ხათუნა ცერცვაძემ.
საკრებულოს წევრებმა, დეტალურად ისაუბრეს, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ინიცირებულ საკითხებზე. მათ, აგრეთვე, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს წამოჭრილ პრიორიტეტები და სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინეს. ყურადღება გამახვილდა საანგარიშო პერიოდში სოფლებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
დეტალურად საკრებულოს წევრების ანგარიშები იხილეთ: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=20666