ოზურგეთის საკრებულოში, წლის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა გრძელდება.
ამჟამად, ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ლავრენტი ბიგვავამ, ტარიელ აროშიძემ და ნინო ჭანიშვილმა.
საკრებულოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს საანგარიშო პერიოდში მათ მიერ ინიცირებულ სამართლებრივ აქტებზე, სოფლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
წარმოდგენილ ანგარიშებში, ასახულია მოქალაქეებთან შეხვედრების დროს, ამომრჩევლების მიერ დაყენებული პრობლემების მოგვარების მიზნით გაწეული საქმიანობა.
შეხვედრების ბოლოს, საკრებულოს წევრებმა დამსწრე საზოგადოებას სამომავლო პრიორიტეტული საკითხები გააცნეს და ამომრჩევლების შეკითხვებს უპასუხეს.
ვრცლად ანგარიშები იხილეთ ბმულზე: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=20666