ოზურგეთის საკრებულოში წლის შემაჯამებელი საქმიანობის ანგარიშების წარდგენა დაიწყო.
საკრებულოს წევრები 2021 წლის 3 დეკემბრიდან დღემდე გაწეულ საქმიანობის შესახებ ანგარიშებს ამომრჩევლებს წარუდგენენ.
დღეს გაწეული საქმიანობა შეაჯამეს საკრებულოს წევრებმა: ნუგზარი ურუშაძემ, ხათუნა ცერცვაძემ, პაატა კიღურაძემ, გოჩა კილაძემ, ნინო მახარაძემ და ლევანი კილაძემ. საკრებულოს წერებმა საანგარიშო პერიოდში მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზე, პრიორიტეტებსა და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც სამართლებრივ აქტებში, საკრებულოს გადაწყვეტილებებში აისახა. მათ, ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფრომაცია ამომრჩევლებს. ანგარიშებში აისახა სტატისტიკური მონაცემებიც.