ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წლის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
გაწეული საქმიანობა შეაჯამეს საკრებულოს წევრებმა: დავით ჭაკნელიძემ, ბექა თოიძემ, მარინა ვაშალომიძემ და ლევან კილაძემ.
შეხვედრებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა, ანგარიშების წარდგენისას ყურადღება გაამახვილეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ სოციალურ პროგრამებზე, პროექტებზე და მათ მიერ მხარდაჭერილ საკითხებზე, რომლებიც საკრებულოს გადაწვეტილებებში აისახა. ასევე, ამომრჩევლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სოფლებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე.
ანგარიშების დასრულების შემდეგ, შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.