საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ამომრჩევლებს

2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ წარადგინა.

„წლის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა, საკრებულოს წევრის მოვალეობასთან ერთად, იმ ნდობის მანდატის შეფასებაა, რომელიც არჩევნების გზით მივიღეთ. 2020 წელი კი, რომელმაც შეცვალა არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგი, უამრავ გამოწვევასთან ერთად იყო ახალი შესაძლებლობების, ახალი მექანიზმების, ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რელსებზე გადასვლის წელი. ჩვენ დღესაც უჩვეულო გარემოში გვიწევს საქმიანობა, ყოველდღიური ცხოვრება.
მთავარ გამოწვევად ისევ რჩება პანდემია, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის აღდგენა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ადგილობრივ დონეზე. „ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ და მოქალაქეებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდა ინფორმაცია.

საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და მთავარ პრიორიტეტებზე; რეგლამენტსა და 2020 წელს შემუშავებულ სამართლებრივ აქტებზე.

ყურადღება გაამახვილა საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს დასმულ საკითხებსა და სხვადსხვა სტრუქტურებთან კოორდინირებულ მუშაობაზე.

„ ხელისუფლების წყარო ხალხია, რომელიც გვანიჭებს ნდობის მანდატს და რომლის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები. ოზურგეთის მეოთხე მოწვევის საკრებულო თავისი უფლებამოსილების ბოლო წელს ითვლის, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, წლის ბოლოს როცა ჩაგაბარებთ ანგარიშს, შეგვაფასოთ და გვითხრათ – საკრებულომ იმუშავა ეფექტურად. „- დასასრულს მიმართა მოქალაქეებს დავით დარჩიამ და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
ანგარიშის წარდგენა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა.

საკრებულოს წევრის, საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას მიერ გაწეული საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

საკრებულოში, საკრებულოს წევრების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა დასრულდა. მალე, წარმომადგენლობით ორგანოში მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების წარდგენა დაიწყება.

მსგავსი სტატიები