ოზურგეთის საკრებულოში ანგარიშგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
საკრებულოს წევრმა, ბახვისა და დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, საკრებულოს წევრ ეროდი გორდელაძესთან ერთად ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ინიცირებულ საკითხებზე. ანგარიშებში აისახა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
” ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ ამომრჩევლების წინაშე. სწორედ, ამიტომაც გიყვებით რისი გაკეთება შევძელით და რას ვგეგმავთ მომავალში. ვისმენთ თქვენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს. თქვენს მიერ მონიჭებული ნდობის მანდატი არის დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, თქვენივე ინტერესების გათვალისიწინებით ვიშრომოთ და მივაღწიოთ მთავარ მიზანს, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლას. “- აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა.
შეხვედრების დასასრულს საკრებულოს წევრებმა ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს.