ოზურგეთის საკრებულოში, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს წევრებმა, ნინო ნადირაშვილმა, ვლადიმერ ხავთასმა და მარინა ვაშალომიძემ წლიური საქმიანობა შეაჯამეს.
სამართლებრივი აქტები, მათი ჩართულობა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციის მუშაობაში, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები ის თემებია, რომლებიც საკრებულოს წევრებმა ანგარიშების სახით წარმოადგინეს. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის მიერ დასმულ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც სამომავლო გეგმების სახით წარმოადგინეს. ანგარიშების წარდგენის პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა