ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა ნუგზარ სარჯველაძემ, გელა ჩავლეშვილმა და ვახტანგ ნიჟარაძემ, ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარუდგინეს.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საკრებულოს გადაწყვეტილებებსა და იმ ინიცირებულ საკითხებზე, რომლებიც სამართლებრივ აქტებში აისახა. საკრებულოს წევრებმა ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და მათ წინაშე ანგარიშვალდებულება საკრებულოს წევრის საქმიანობის უმთავრესი პრინციპებია.