ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს წევრების მიერ, გაწეული საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა მიმდინარეობს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, საკრებულოს წევრებმა: ალექსანდრე ღლონტმა, ნინო მახარაძემ, თამაზ ტუღუშმა, ვახტანგ ნიჟარაძემ, ნანა ღაჟონიამ, ნანა ქარჩავამ და ნუგზარ სარჯველაძემ შეაჯამეს მუშაობა.
საკრებულოს წევრებმა, საანგარიშო პერიოდში, როგორც საკრებულოს, ისე ფრაქციასა და კომისიებში, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან ერთობლივად გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრეს. მათ, იმ ინიცირებული პროექტებსა და სამართლებრივ აქტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა მიღებაშიც თავად იყვნენ ჩართულები. ანგარიშებში აისახა მოქალაქეებთან შეხვედრების დროს, ამომრჩევლების მიერ დაყენებული პრობლემების მოგვარების მიზნით გაწეული საქმიანობა და სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტები. ამომრჩევლებს სამომავლო პრიორიტეტულ საკითხებიც გააცნეს.
ანგარიშების წარდგენის დროს აღინიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და მათ წინაშე ანგარიშვალდებულება საკრებულოს წევრის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია. შეხვედრების დასასრულს, საკრებულოს წევრები დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს პასუხობდნენ.
მსგავსი სტატიები