ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საკრებულოს წევრების ანგარიშების წარდგენა გრძელდება.
ამჯერად, ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ქეთევან ხომერიკმა, დავით მდინარაძემ, ნუგზარ ურუშაძემ, გოჩა კილაძემ და ვლადიმერ ხავთასმა წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა, ყურადღება იმ სამართლებრივი აქტებსა და განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილეს, რომელთა ინიცირებასა და განხილვის პროცესში თავად იყვნენ ჩართულები. მათ, ასევე, საანგარიშო პერიოდში, ამომრჩევლების მიერ დაყენებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს.
საკრებულოს წევრების მიერ ანგარიშების წარდგენა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად გრძელდება. გრაფიკი იხილეთ ბმულზე: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=20637