ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საკრებულოს წევრების მიერ ანგარიშების წარდგენა გრძელდება.
ამჯერად, ამომრჩევლებს გაწეული მუშაობის შესხებ ინფორმაცია ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს წევრებმა დავით მდინარაძემ, ბესიკ მელუამ, თამაზი ტუღუშმა, დავით ჭაკნელიძემ, გოჩა მდინარაძემ და ტიტე მგელაძემ წარუდგინეს.
საკრებულოს წევრებმა იმ სამართლებრივ აქტებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა ინიცირებასა და განხილვის პროცესში თავად იყვნენ ჩართულნი. მათ, ასევე, სამომავლო პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.