ოზურგეთის საკრებულოში ანგარიშების წარდგენა გრძელდება.
ამჯერად, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში ამომრჩევლებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა ლევან ნინიძემ, ალექსანდრე ღლონტმა და გიორგი თოიძემ წარუდგინეს.
ასკანის, მერიისა და ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარებმა ყურადღება, როგორც სოფლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილეს, აგრეთვე, ისაუბრეს საკრებულოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებსა და კომისიების ფორმატში განხილულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მოქალაქეებს სამომავლო გეგმებიც გააცნეს.
საკრებულოს წევრების საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.