ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა, თხინვალისა და შრომის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ვალერი ჩხაიძემ და დავით ჭაკნელიძემ, მოქალაქეებს 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
ანგარიშის წარდგენას მოქალაქეები პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს.
საკრებულოს წევრებმა, სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ საკითხებზე, საკრებულოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებსა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის რეჟიმში გამოვლენილ პრობლემებზე, მათ გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ონლაინ ფორმატში დამულ შეკითხვებს უპასუხეს.
საკრებულოს წევრების საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.
მსგავსი სტატიები