ოზურგეთის საკრებულოში, საკრებულოს წევრებმა 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს.
სილაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა გოჩა კილაძემ, დვაბზუს მაჟორიტარმა როზეტა სკამკოჩაიშვილმა და დაბა ურეკის მაჟორიტარმა გოჩა მდინარაძემ, მოქალაქეებს გაწეული საქმიანობის შესახებ, ინფორმაცია პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით მიაწოდეს.
სხდომებს უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
საკრებულოს წევრებმა კომისიებისა და ფრაქციების ფორმატში გაწეული მუშაობის პარალელურად იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა გადაჭრის მიზნით სხვადასხვა სტრუქტურებთან კოორდინირებულად, ყოველდღიურად მუშაობდნენ, დეტალურად ისაუბრეს სოფლებში განხორციელებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ საკითხებზე, კოვიდ პანდემიის პირობებში განხორციელებულ ღონისძიებებზე. ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გამახვილეს. მნიშვნელოვნად მიიჩნიეს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინება, მათი მაქსიმალური ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
საკრებულოს წევრების საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.