დღეს, 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა: ლევან მგელაძე, გელა ჩავლეშვილმა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, კონკრეტულ სამართლებრივ აქტებზე ისაუბრეს, რომელთა შემუშავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მოქალაქეებს, პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით ინფორმაცია მიაწოდეს, საანგარიშო პერიოდში მოქალაქეთა მიერ დაყენებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება.