ოზურგეთის საკრებულოში, საკრებულოს წევრების მიერ ანგარიშების წარდგენა გრძელდება.
სოფელ ოზურგეთისა და ნაგომარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარებმა, ვლადიმერ ღლონტმა და ჯემალ თავართქილაძემ, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში, ამომრჩევლებს 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
” ადევნეთ თვალი ანგარიშების წარდგენას, გაიგეთ სრული ინფორმაცია თქვენს მიერ არჩეული საკრებულოს წევრების საქმიანობის შესახებ და მოგვმართეთ შეკითხვებით. ეს პროცესი ხელს უწყობს საკრებულოს წევრის საქმიანობის გამჭვირვალობის, საჯაროობის ამაღლებას და ზრდის ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულების ხარისხს” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს კომისიებისა და ფრაქციების ფორმატში მათ მუშაობაზე, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილ პრობლემებსა და მათ გადაჭრის გზებზე.
საკრებულს წევრების მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.