ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ანგარიშების წარდგენა გრძელდება. საკრებულოს წევრებმა ბახვა დოლიძემ და გენო ჩავლეშვილმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს. ანგარიშის წარდგენა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, მოქალაქეებმა ონლაინ ფორმატში მოისმინეს იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც საკრებულოს წევრების უშუალო ჩართულობით 2020 წელს განხორციელდა. ყურადღება გამახვილდა მიღებულ სამართლებრივ აქტებსა და ინიცირებულ საკითხებზე. ბახვა დოლიძისა და გენო ჩავლეშვილის მიერ გაწეული საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. ანგარიშგების პროცესი საკრებულოში თვის განმავლობაში გაგრძელდება.