ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება.
წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო სადენები.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ნატანების, კონჭკათისა და სოფელ შრომის რამდენიმე უბანს.
სოფელ კონჭკათში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი.
ტექნიკური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
აღნიშნულ სოფლებში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.
ადგილზე ოზურგეთის მუნიციალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე იმყოფება.