ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილება

ღვაწლმოსილი ოზურგეთელი პედაგოგები საზეიმოდ გააცილეს

🔹 დღეს, ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დამსახურებული 11 პედაგოგი საზეიმოდ გააცილეს. მათ პატივსაცემად სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა.

    

🔹 ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად დაესწრო.

მერმა პედაგოგებს სიტყვით მიმართა და საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

💬 „ჩვენს ძვირფას და საამაყო მასწავლებლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურნენ განათლების სფეროს და არაერთი თაობა აღზარდეს. მადლობას გიხდით ოზურგეთის სახელით! ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

      

მსგავსი სტატიები