მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

🔔 📚 დღეს, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნათია გოლიაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
💬 „ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს ახალგაზრდებს, პედაგოგებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც ამ დღეს დიდი მონდომებით ხვდებიან!
მჯერა, სკოლაში გატარებული წლები, მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იქნება თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში – წინ არაერთი განათლებით მიღწეული გამარჯვება გელოდებათ. წარმატებებს გისურვებთ!“- აღნიშნა მერმა.

მსგავსი სტატიები