ახალი სასწავლო წლის დაწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებთან ერთად სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცა.
,,ძვირფასო პედაგოგებო და მოსწავლეებო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. დღეს, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, ცოდნის, გამოცდილების და ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული სასწავლო წელი!” – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ
მსგავსი სტატიები