ახალი სასწავლო წლის დაწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლებში საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ, განსაკუთრებული მილოცვა მიიღეს პირველკლასელებმა.
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი ჩვენს პირველკლასელებს. ბავშვებო, დღეს პირველად შეაღეთ სკოლის კარი, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, ცოდნის, გამოცდილების და ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, რომლის განვითარებისა და წინსვლისთვის თქვენი განათლება და წარმატება უმნიშვნელოვანესია!” – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.