ახალი სასწავლო წლის დაწყება მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველკლასელებს, სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლებში საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
,, ძვირფასო პედაგოგებო, ახალგაზრდებო, განსაკუთრებით კი პირვეკლასელებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ეს არის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გზა, რომელსაც შეუძლია არაერთი წარმატება მოგიტანოთ, და გაჩუქოთ ის უდიდესი გამოცდილება, რომლის გამოყენებასაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეძლებთ . მჯერა, რომ მიღებული ცოდნით უამრავ გამარჯვებას მიაღწევთ და ასახელბთ ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!”- საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.