ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში საცხენოსნო შეჯიბრი – “ოზურგეთის თასი 2024” გაიმართა, სადაც სხვადასხვა დისტანციაზე 5 გარბენი მოეწყო.
შეჯიბრში, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 21 800 ლარს შეადგენდა, მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელმა ცხენოსნებმა მიიღეს.
დოღში გამარჯვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენმა, თორნიკე თოდრიამ მოიპოვა!
დოღს, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.