,,დვაბზუობა 2023″

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, სახალხო დღესასწაული ,,დვაბზუობა 2023″ გაიმართა.
სახალხო დღესასწაულს, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან ერთად, მერი ავთანდილ თალაკვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ღონისძებაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა. ასევე, მოეწყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
სახალხო დღესასწაული, შალვა რადიანის სახლ- მუზეუმში აღინიშნა.

მსგავსი სტატიები