ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სოფლის სახალხო დღესასწაული ,,დვაბზუობა 2023″ აღინიშნა.
პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტრადიციული რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა. ასევე, მოეწყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.