“ზაფხულის საღამოები“ – ყოველკვირეული კულტურული პროგრამა ოზურგეთში გრძელდება
21 ივლისს, 19:30 საათზე, ქუთაისის სასულე ორკესტრი, ოზურგეთში მოქმედი საესტრადო სტუდია „ტონიკა“, ვოკალური ანსამბლი „დომინანტა“ და 1-ლი საჯარო სკოლის პედაგოგთა კვარტეტი ჭადრების ბაღში კონცერტს გამართავს.
ღონისძიება ოზურგეთის მერიის ახალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
გელოდებით ყველას! გაატარეთ სასიამოვნო დრო ოჯახებთან ერთად!