“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მშვიდობაურისა და გურიანთის ხიდების მშენებლობა – რეაბილიტაციის მიზნით პროექტების მომზადება დასრულდა”, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
მერმა, ასევე ისაუბრა ქალაქ ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ბჟუჟზე საყრდენი კედლის რეაბილიტაციის პროექტზეც, რომელიც განახლდა.
როგორც მერმა აღნიშნა, ტენდერი უკვე დასრულებულია და სამუშაოები იწყება, რისთვისაც 340 345 ლარი დაიხარჯება.