“ზაფხულის საღამოები“ – ყოველკვირეული კულტურული პროგრამა ოზურგეთში გრძელდება.
მორიგი კონცერტი დღეს ჭადრების ბაღში ჩატარდა, სადაც საზოგადოების წინაშე, ქუთაისის სასულე ორკესტრი, ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული საესტრადო სტუდია „ტონიკა“, ვოკალური ანსამბლი „დომინანტა“ და 1-ლი საჯარო სკოლის პედაგოგთა კვარტეტი წარსდგნენ.
ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად, ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე დაესწრო.
კონცერტი კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.