ოზურგეთი საცხენოსნო შეჯიბრს – „ოზურგეთის თასი – 2023“ უმასპინძლებს!
23 ივლისს, სოფელ ნაგომარში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, მერიისა და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, დოღი გაიმართება.
ნაგომრის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჯიბრი 12:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საცხენოსნო კლუბები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მიიღებენ.
დოღი შემდეგ დისტანციებზე ჩატარდება:
უფროსი ასაკის წმინდა სისხლიანი ცხენები – 1600 მეტრი
სამწლიანი წმინდა სისხლიანი ცხენები – 1600 მეტრი
ორწლიანი სუფთა სისხლიანი ცხენები – 1200 მეტრი
გელოდებით ყველას! ერთად აღვადგინოთ ცხენოსნობის უძველესი ტრადიცია!