ოზურგეთის მუნიციალიტეტში, შეკვეთილში – ატრაქციონების პარკ „ციცინათელას“ გვერდით მდებარეობს მინიატურების პარკი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შეიქმნა.
პარკში სიმწვანე, ბაღები და ბილიკები ვიზიტორებისთვის სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნის – აქ ერთ სივრცეში გაეცნობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე კულტურულ ძეგლებს; თითოეული მოდელის შექმნისას გათვალისწინებულია გარემო და ლანდშაფტი, სადაც კონკრეტული ძეგლი მდებარეობს.
„საქართველო მინიატურებში“ გურიის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა და უამრავ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს.
აღმოაჩინეთ საქართველო მინიატურებში!