საქართველო მინიატურებში

 

მინიატურების პარკი – საქართველო ერთ სივრცეში.

შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” გვერდით მდებარეობს საქართველოში ერთადერთი, უნიკალური პარკი სახელწოდებით “საქართველო მინიატურებში”.
პარკში წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირშესანიშნაობები მინიატურების სახით.
პარკი მდებარეობს 2 ჰა ტერიტორიაზე და მინიატურების რაოდენობა 54 არქიტექტურულ ძეგლს მოიცავს, რომელსაც უახლოეს მომავალში დაემატება კიდევ რამდენიმე ძეგლი.ეს გახლავთ ულამაზესი პარკი–მუზეუმი, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე.
პარკი “საქართველო მინიატურებში” ფუნქციონირებს ყოველდღე 10:00 საათიდან 00:00 საათამდე.
 
#მინიატურებისპარკი

მსგავსი სტატიები