“ციცინათელა” – ატრაქციონების პარკი, მდებარეობს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში.
ატრაქციონების პარკი “ციცინათელა” 2006 წელს გაიხსნა. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი.
“ციცინათელა”– ში ფუნქციონირებს 36 გასართობი ატრაქციონი: 8 საბავშო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური. აქვე მდებარეობს სათამაშო ავტომატების ერთი დარბაზი და საბავშვო ლაბირინთი ” ბედნიერი ქალაქი ” ასევე ბოულინგი.
დამსვენებლებს ემსახურება აგრეთვე 2 ღია ტიპის პიცერია, ყავის სახლი, ბარი და შვიდი სავაჭრო ჯიხური.
#ციცინათელასპარკი