შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი – გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში მდებარეობს.
დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ასევე, ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ რეგიონში. დღევანდელი პარკი წლების განმავლობაში ჭაობად ქცეული ტერიტორია იყო. მის გარდასაქმნელად კი შესრულდა მასშტაბური, ექსტრაორდინარული სამუშაოები.
60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია.